,,შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა... უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა, რაში იყო შემცდარი... რა უმართავდა ხელს, რა აბრკოლებდა, რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა და რისთვის და რაში უქმობდა. უამისოდ თითონ შვილი, რაც გინდა მხნე და გამრჯელი იყოს, უხორთუმო სპილოს ეგვანება'' - ილია |
საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ყოფნამ ჩვენს ქვეყანას მოუტანა უამრავი ზიანი, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი თვალსაზრისით. ქვეყანა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული განვითარების ბუნებრივ ტენდენციას 70 წლით ჩამორჩა. დამოუკიდებლობის პირველ წლებში კი უხდებოდა ტოტალიტარული რეჟიმის დანატოვარ მანკიერ მემკვიდრეობასთან გამკლავება.
ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ამასთანავე ჩვენი ქვეყნის ნაწილი, სამწუხაროდ, კვლავ ოკუპირებულია.
მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა სათანადოდ გამოიკვლიონ საბჭოთა წარსული, გააცნობიერონ მისი დამანგრეველი შედეგები ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამის გარეშე რთულია გაცნობიერება იმისა, რომ თავისუფლება მოსაფრთხილებელი მონაპოვარია.
წარსულის ცოდნა, გააზრება და კრიტიკული შეფასება არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სწორად განვსაზღვროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ღირებულებები.
ამდენად, ჩვენი ბლოგი ეხმაურება საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეულად დასამახსოვრებელ თარიღებს.
#25 თებერვალი
No comments:
Post a Comment