თავისუფლება - ჩემი ქვეყნის არჩევანი

XX საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიოში მასშტაბური გახდა დემოკტარიზაციის პროცესი. ეს აისახა საბჭოთა კავშირში შემევალ ქვეყნებზეც და საქართველოშიც ჩამოყალიბდა დისიდენტური მოძრაობები. დისიდენტურ დაჯგუფებას სათავეში ედგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მათი ბრძოლის მთავარ იარაღად ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება წარმოადგენდა. 
    ქართველთა ეროვნული შეგნების გამოღვიძებაში დიდი წვლილი შეიტანა მწერლობამ და ხელოვნებამ. აკაკი ბაქრაძის საჯარო ლექციებმა, ვახუშტი კოტეტიშვილის ფოლკლორულმა საღამოებმა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის უკვე ხელმისაწვდომი იყო რადიო ,,თავისუფლებისა'' და ,,ამერიკის ხმის'' ქართული გამოცემები.
    ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისათვის მნიშვნელოვან თარიღად იქცა 1978 წლის 14 აპრილი. ამ დღეს დედაენის დასაცავად ქუჩაში ათასობით ახალგაზრდა გამოვიდა და არ დაანება რუსეთს მშობლიური ენისათვის სახელმწუფო სტატუსის ჩამორთმევა. მასშტაბური დემონსტრაციით არამხოლოდ დაიცვეს მშობლიური ქართული ენა, არამედ ამავდროულად ყველას დაანახეს ერთიანობის ძალა. 
    1988 წლისათვის უკვე ხალხს უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა ჰქონდა ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. მათ სურდათ დამოუკიდებლობა. აკაკი ბაქრაძის წერილში ,,რა ელის საქართველოს'' ვკითხულობთ ,,დღეს საქართველოს სხვა ალტერნატივა არა აქვს - ან უნდა დამოუკიდეველი გახდეს, ანუ უნდა გარუსდეს''' (ა. ბაქრაძე 1979). გარუსების საფრთხეს მწარე გამოცდილებით გრძნობდა მთელი ერი და უკვე ისიც იცოდა, რა შეუძლია ერთიანობას, ამიტომ მათ ერთობლივად მოითხოვეს საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა. 
    4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო. 6 აპრილიდან ძირითადი აქცენტი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე გადავიდა. რადიკალური მოთხოვნების მიუხედავად, შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მას დღითიდღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან. სტუდენტი-ახალგაზრდობის გარდა, აქ მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა წარმოებისა და დაწესებულებათა თანამშრომლები, ინტელიგენციის ათასობით წარმომადგენელი, ცნობილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები და სხვ. მიტინგი 5 დღე-ღამე გაგრძელდა. ახალგაზრდობის დიდმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა. დაიწყო საგაფიცვო მოძრაობა.
https://1tv.ge/news/9-aprilis-tragediidan-33-weli-gavida
   მანიფესტაციის დარბევის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის მონაცემთა ბაზაში ვკითხულობთ: ,,8-9 აპრილის ღამეს მთვრობის სახლის წინ 10 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. მიტინგი ტელევიზიის შენობასთანაც იმართებოდა. მანიფესტაციის დარბევის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ შიშს არავინ გრძნობდა. ტრაგედიამდე მცირე ხნით ადრე მთვრობის სახლთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მივიდა. საშიშროების თავიდან ასაცილებლად პატრიარქმა ურჩია შეკრებილთ, გადაენაცვლებინათ პროსპექტის მეორე მხარეს მდგარ ქაშუეთის ეკლესიაში და იქ ელოცათ. მიტინგის ხელმძღვანელებმა ერის სულიერი მოძღვრის რჩევა არ შეისმინეს.
    გამთენიისას თბილისში საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს მანიფესტანტები. მათ ოფიციალურად მიტინგის დაშლა და მთავრობის სახლის წინამოედნის გათავისუფლება ჰქონდათ დავალებული, პრაქტიკულად კი სამხედროებმა ხალხს სისხლიანი კალო მოუწყვეს: სასანგრე ნიჩბებისა და მოწამლული გაზის გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილენი. ულმობელი ანგარიშსწორებისას დაიღუპა 21, დაიჭრა და მოიწამლა ათსობით ადამიანი. მიტინგის ორგანიზატორები ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ი. წერეთელი, გ. ჭანტურია და სხვ. დააპატიმრეს. თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა''. 

9 აპრილის ტრაგედიამ მსოფლიოში ფართო გამოხმაურება ჰპოვა. აქციის დარბევა სასტიკად დაგმო პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოებამ რუსეთშიც კი. 9 აპრილმა მნიშვნელოვნად შეასუსტა საბჭოთა იმპერიის გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი არჩევანი თავისუფლებაა, თუნდაც ეს ომის, სისხლისა და სიკვდილის ფასად დაუჯდეს.  1991 წლის 31 მარტს საქართველოში საერთო-სახალხო კენჭისყრა - რეფერენდუმი მოეწყო. შეკითხვაზე: 
,,თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?''
 98.9%-მა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი!
რეფერენდუმის გათვალისწინებით, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობოს აღდგენა გამოახცადა. 

„სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!'' - ზვიად გამსახურდია, საქართველოს პირველი პრეზიდენტი

გამოყენებული ლიტერატურა და რესურსები ინტერნეტში

საქართველოს ისტორია, მოსწავლის წიგნი IX კლასი, ოთარ ჯანელიძე, აპოლონ თაბუაშვილი, ლერი თავაძე, ნანა ირემაშვილი, გამომცემლობა კლიო, 2012.

აკაკი ბაქრაძე ,,რა ელის საქართველოს?'' ოპოზიციური ლიტერატურულ-მხატვრული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრებული / სრ. საქ. რუსთაველის საზ-ბა, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, შემდგ.-რედ.: ნოდარ წულეისკირი, თბილისი : განათლება, 1990.

9 აპრილის ტრაგედიაhttp://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php

ფოტოსურათები დამოწმებულია შემდეგი საიტებიდან:

https://1tv.ge/news/9-aprilis-tragediidan-33-weli-gavida

http://www.tabula.ge

https://www.radiotavisupleba.ge









No comments:

Post a Comment

გვახსოვდეს და გავიაზროთ წარსული

,, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა... უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და ...