საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი დაარსდა 2006 წლის 26 მაისს.
ის შედის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში. მუზეუმის დაარსების იდეა ეკუთვნის
საქართველოს მაშინდელი პარლამენტის წევრს - ნიკოლოზ რურუას.
მუზეუმში დაცულია მასალები, რომლებიც ქრონოლოგიურად ასახავს დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკების მიერ ანექსიისა და ოკუპაციის პროცესს. ასევე, ისეთი მასალებიც, რომლებიც თვალნათლივ გვიჩვენებს ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორიას.
2022 წლის 24 თებერვალს თბილისის 214-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ვესტუმრეთ ამ მუზეუმს და გვსურს, მკითხველს გავუზიაროთ ჩვენი შთაბეჭდილებები და მოვუთხროთ, რას ნახავენ ისინი ამ მუზეუმში სტუმრობისას.
მუზეუმის შესასვლელში გამოფენილია საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირ მამულიშვილთა ფოტოები. მათ შორის მარო და მიხეილ მაყაშვილების პირადი წერილები და სურათები.
მარიამ (მარო) მაყაშვილი— საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და; დაიღუპა საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან. წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლის სტუდენტი მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.
მიხეილ მაყაშვილი - სწავლობდა იუნკერთა სასწავლებელში, 19 წლისას საქართველო-სომხეთის ომში გამოჩენილი მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა "წმინდა გიორგის ჯვარი". ის პირველი იუნკერი იყო, რომელიც ქართულ სამხედრო სკოლაზე ბოლშევიკების თავდასხმის დროს 21 წლის ასაკში დაიღუპა. იყო სოლომონ მაყაშვილის შვილი, მარო მაყაშვილის ბიძაშვილი.
როდესაც მუზეუმის შუა სივრცეში გადაინაცვლებთ ოთაცის მარცხენა კედელზე დაგხვდებათ ნოე ჟორდანიას ფოტო და სიტყვა წარმოთქმული საქართველოს თავისუფლებაზე:
,,ზოგჯერ თავისუფლება თავისით მოდის ჩუმად და გემრიელად. საქართველოს ასეთი თავისუფლების გული, გემო და ხშირად არ ჰქონია. როცა მოსულა სხვის ხარჯზე, იოლადაც წასულა". .
ნოე ჟორდანია - ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი, თეორეტიკოსი, პუბლიცისტი, ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
ჟორდანია იყო XX სუკუნის დასაწყისის საქართველოს ყველაზე გამორჩეული და ფართო მასებში პოპულარული პოლიტიკოსი.
1918 წლის 26 მაისს სწორედ მან წაიკითხა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.
საბჭოთა პროპაგანდა არსებობის განმავლობაში ცდილობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და მისი პოლიტიკური ლიდერების, განსაკუთრებით კი — ნოე ჟორდანიას, დისკრედიტაციას.
პირველი მემორიალური ნივთი, რომელიც ჩვენს ყურადღებას მიიქცევს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჩოხაა. როგორც ამბობენ, გმირ მამულიშვილს ეს ჩოხა ემიგრაციაშიც არ გაუხდია და სიცოცხლის ბოლომდე ატარა სამშობლოს ერთგულებისა და სიყვარულის ნიშნად.
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი - საბჭოთა ოკუპაციის წინაღმდეგ მებრძოლი ქართველი სამხედრო მოღვაწე, იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე 1922—1924 წლებში. გამოცხადებულია ეროვნულ გმირად. როგორც ცნობილია, ქაქუცა. ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. მართალია, თბილისი წითელმა არმიამ დაიკავა, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა მაინც არ შეწყვეტილა. 1922 წლიდან მთელ საქართველოში პარტიზანუი რაზმების ჩამოყალიბება დაიწყო. მაღალი საბრძოლო მზაობით გამოირჩეოდნენ კახეთისა და ხევსურეთის რაზმები, რომელთაც სწორედ ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. აჯანყებულთა კვლავ ედგნენ მხარში მოხალისეებიც, მაგრამ მიუხედავად თავგანწირული ბროლისა, აჯანყება მარცხით დასრულდა 1924 წელს. ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული გამოსვლა, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში (მაშინდელ მაზრაში). მუზეუმში შემონახულია ფრაგმენტი მატარებლისა, რომელშიც საბჭოთა სადამსჯელო რაზმებმა ჩაცხრილეს აჯანყებულები. როგორც მუზეუმის თანამშრომლმა განგვიმარტეს, წარმოდგენილი ვაგონის ქვედა ნაწილი ორიგინალურია, ხოლო ხე ხელოვნურადაა აღდგენილი.
ასევე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იმ ადამიანების სახელები
და გავრები, რომლებიც დახვრიტეს რუსმა ბოლშევიკებმა 1937 წელს.
რეპრესირებულ ხალხს შორის იყო ასევე გამორჩეული ხელოვანი ხალხი, რომელებმაც მსგავსი ბედი გაიზიარეს. მუზეუმში წარმოდგენილი მასალები დოკუმენტურად აღგვადგენინებს სანდრო ახმეტელის, პეტრე ოცხელის, დიმიტრი შევარდნაძის, ევგენი მიქელაძის, ტიციან ტაბიძის ტრაგიკულ აღსასრულს.
ალექსანდრე (სანდრო) ვასილის ძე ახმეტელი — ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სანდრო ახმეტელი თავისუფალი აზროვნებისთვის იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი ,,დამუშავება'' ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა მისთვის 1930 წლის წარმატებები მოსკოვის თეატრში, როცა მან დადგა გრიგოლ რობაქიძის ,,ლამარა''. პიესამ რეჟისორული გადაწყვეტითა და ეროვნული სულისკვეთებით საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, ახმეტელმა უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა. ეს მას ეროვნული სულის მკაფიო გამოხატულებად ჩაუთვალეს. 1930 წელს, ბერიას უშუალო ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.
1937 წლის 28 ივნისს ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა–დახვრეტა (ქონების კონფისკაციით).
დიმიტრი შევარდნაძე — ქართველი ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი.
დიმიტრი შევარდნაძე 1937 წლის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ლავრენტი ბერიას გადაწვეტილებით. 1937 წელს შოთა რუსთაველის იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ტაძარი და მის ადგილას დადგმულიყო რუსთაველის ძეგლი. გადაწყვეტილებას წინა აღუდგნენ ქართველების გარკვეული ნაწილი, მათ შორის შედიოდნენ მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე.
შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, ხოლო შემდეგ პრესაში დაიწყო კამპანია მის წინააღმდეგ. შევარდნაძე დააპატიმრეს, ხოლო მუზეუმის ახალმა დირექტორმა შევარდნაძის არასამუზეუმო ექსპონატებად მიჩნეული ნივთები მუზეუმის ეზოში საჯაროდ დააწვევინა. დახვრიტეს 1937 წლის დეკემბერში. რეაბილიტირებულია 1956 წლიდან.
პეტრე გრიგოლის ძე ოცხელი — ქართველი თეატრის მხატვარი.1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს“ და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს.
ტიციან ტაბიძე — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა მისი მეგობრის, რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო გაკიცხვასა და მოღალატედ გამოცადებაზდე. 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. ტიციან ტაბიძე სასჯელის აღსრულების წინ თავის ოჯახს ასეთ რამეს სწერს: ,,იცოდეთ, ერთი რამ: ჩემი სახელის ხსენებისა და ხალხისთვის თვალებში შეხედვის არასოდეს შეგრცხვებათ''.
საქართველოს გასაბჭოებიდან ძალიან მოკლე დროში ეკლესიის დევნის, ქართული ენის უფლებების შეზღუდვისა გამო პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ წერილი გააგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციაზე: "ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას, დასასრულს, მას უბღალავენ წმიდათაწმიდას, სარწმუნოებრივ გრძნობას" - ამბობდა კათოლიკოსი მემორანდუმში და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა.
რასაკვირველია, პატრიარქის მიმართვა პოლიტიკური რეაგირების გარეშე დარჩა და შესაბამისად გაძლიერდა მისი დევნა.
1922 წელს კათოლიკოს-პატრიარქი დააპატიმრეს. მისი განაჩენი სიკვდილით დასჯას ითვალიწინებდა, მაგრამ მხცოვანი ასაკის გამო მიუსაჯეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა სასტიკი იზოლაციით და მთელი ქონების კონფისკაციით.
1924 წლის დამლევამდე იმყოფებოდა იგი მეტეხის ციხეში. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამინისტიით კათოლიკოსს სასჯელი მოუხსნეს და გაანთავისუფლეს. მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!".
პატრიქარი ამბროსი არ ყოფილა ერთარერთი, ვინც ცდილობდა საქართველოს სავალალო მდგომარეობის შესახებ დასავლეთისათვის ეცნობებინა. მუზეუმში ჩვენ ასევე ვნახათ საქართველოს მთიელთა წერილს, რომელიც მათ ამერიკას გაუგზავნეს დასახმარებლად: ,,ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სუ არ დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით.
მართალია, იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში ვართ ჩვენ.
მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი”.
მერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.
მუზეუმის მაჯვენა კუთხეში განთავსებულია წითელი არმიის ჯარისკაცების ტანსაცმელი და იარაღი. შაშხანები ჩვენამდე მოღწეულია პირვანდელი სახით. ასევე, შეგიძლია იხილოთ საბჭოელი ჩინოვნიკის მაგიდა, რომელთანაც იღებდნენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მომდევნო ფოტოზე ხედავთ გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძეს. ისაა ცნობილი, როგორც ბოლშევიკი რევოლუციონერი, საბჭოთა სახელმწიფო და
პარტიული მოღვაწე, კომპარტიის წევრი 1903 წლიდან. პოლიტბიუროს წევრი, სტალინთან დაახლოებული
პირი.
ცნობილია, რომ საბჭოთა მთავრობა სასტიკად ებრძვოდა პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ ამასთანავე შიდა პარტიულ წმენდასაც აღარ ერიდებოდა, რადგან ჩანასახშივე ჩაეკლა ყოველგვარი მიდრეკილება ფრაქციულობისაკენ. 1937 წელს სერგო ორჯონიკიძის სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, მაგრამ ბოლო პერიოდში საუბრობენ, რომ ეს იყო თვითმკვლელობა. ხრუშჩოვის მემუარების მიხედვით, ორჯონიკიძეს ანასტას მიქოიანისთვის გაუმხელია თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, რომ მას უკვე აღარ შეეძლო იმის ატანა, თუ რა ხდებოდა პარტიაში (განსაკუთრებით პარტიის წევრების მკვლელობების).
მუზეუმში ასევე წარმოდგენილია ფოტომასალა იმ საზიზღარი პირობებისა, რომლის ატანაც უწევდათ გადასახლებაში მყოფ ადამიანებს. ასევე, ჩვენ შეგვიძლია კარი ციხისა, რომელშიც ხშირად აბსურდული ბრალდებით იმყოფებოდნენ უბედური ქართველები.
საბჭოთა ტერორით ხალხის დაშინებამ რამდენიმე ათეული წელი გასტანა, მაგრამ 70-იანი წლებიდან არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა რესბუბლიკებშიც დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობები. ჩვენში ასეთ მოძრაობას სათავეში ედგნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. მათი თავდაპირველი საქმიანობა ანტისახელისუფლებო პროკლამაციების გავრცელებით გამოიხატებოდა.
მუზეუის ,,ბოლო კუთხეში'' განთავსებულია 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების ამსახველი დოკუმენტური მასალა; იარაღი, რომელიც გამოიყენეს ანტისაბჭოთა დემონსტრაციის დასარბევად, ასევე, ფოტოები, რომელიც ასხავს ქართველი ხალხის მასობრივ პროტესტს და საოცარ ერთიანობას.
ლიტერატურა და რესურსები ინტერნეტში:
საქართველოს ისტორია, მოსწავლის წიგნი IX კლასი, ოთარ ჯანელიძე, აპოლონ თაბუაშვილი, ლერი თავაძე, ნანა ირემაშვილი, გამომცემლობა კლიო, 2012.
No comments:
Post a Comment