ხელოვნების ბედი საბჭოთა საქართველოში

 პარტიულობის პრინციპი ლიტერატურაში

დღესდღეობით ხელოვნება თავისუფალია. თითოეულ შემოქმედს შეუძლია გამოხატოს თავისი თავისუფალი აზრი სხვისგან დამოუკიდებლად, ის ამისათვის არ დაისჯება. ალბათ, ეს გასაკვირი არაა, რადგან დღეს 21-ე საუკუნეა, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო.  საუკუნის წინათ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ნებაშეზღუდულნი იყვნენ. არამხოლოდ მათ, არამედ მთელი საზოგადოებას ჰქონდა აკრძალული ჯანსაღი აზრის გამოხატვა. ვერავინ ვერ იტყოდა ისეთ რამეს, რაც არ იქნებოდა მოსაწონი საბჭოთა მთავრობისათვის და ვერ მოთავსდებოდა კომუნისტური იდეოლოგიის ჩარჩოებში.

idfi.ge - ცენზურა საბჭოთა კავშირში

კომუნიზმის იდეოლოგია კი შემდეგში მდგომარეობდა: არ უნდა არსებობდეს კერძო საკუთრება, ყველაფერი მშრომელი ხალხისათვის უნდა იყოს საერთო, თუნდაც მესაკუთრეთა განადგურება იყოს საჭირო. კერძო საკუთრება მშრომელი ხალხის დაჩაგვრად მიიჩნეოდა. აღნიშნულმა იდეოლოგიამ მიიღო მახინჯი და იძულებითი სახე: საბჭოთა ხელისუფლება აკონტროლებდა ცხოვრების უმეტეს ასპექტებს, კომუნისტური შეხედულებები ერთადერთ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა და ამგვარი  „სწორი აზროვნების’’ დაცვა ხშირად მუქარითა და ძალადობით ხდებოდა. კომუნისტური იდეოლოგია უარყოფდა არამხოლოდ მატერიალურ საკუთრებას, არამედ ეროვნებასაც. მათთვის მისაღები იყი მხოლოდ ,,ერთიანი საბჭოთა ხალხის’’ ცნება, ამდენად ნაციონალური მისწრაფებების გამოვლენა ჩამორჩენილობად ან სულაც დანაშაულად მიიჩნეოდა.

ეს მაშინ, როდესაც ისტორიულად ქართველმა ხალხმა მწერლობას უმნიშვნელოვანესი როლი დააკისრა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისათვის. აკაკი ბაქრაძის თქმით, ამ ტრადიციას იოანე საბანისძე იწყებს ,,აბოს წამებით’’ და ცდილობს ძნელბედობის ჟამს ქართველ ხალხს რწმენა და ძალა, იმედი ჩაუნერგოს. ამ გზას სხვა არაერთი შემოქმედი აგრძელებს და თერგდალეულები აგვირგვინებენ. ილიამ მწერალი ერის წინამძღოლადაც გამოაცხადა (,,ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ რომ წარვუძღვე წინა ერსა’’). ყველასთვის ცნობილია, რომ  სწორედ მათ მიუძღვით უდიდესი წვლილი იმაში, რომ ქართველებს დაუბრუნდათ ეროვნული ენერგიის შეგრძნება და მოიპოვეს თავისუფლება.  ეროვნული გადამრჩენელისა და გზის მაჩვენებლის როლი მწერლობას ეკისრებოდა იმიტომ, რომ ,,ქართველებს ხშირად უხდებოდათ ცხოვრება ნაციონალური ხელისუფლების თვინიერ, დამპყრობლის უღელქვეშ’ (ბაქრაძე, 2019). 

soviet-art.ru
საბჭოელი დამპყრობელი კი ამ მხრივაც ყველასგან განსხვავებული აღმოჩნდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ისინი ერეოდნენ ხალხის ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის მწერლობაშიც. ისინი მოითხოვდნენ, რომ ლიტერატურას ეხელმძღვანელა პარტიულობის პრინციპითპარტიულობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: ყველას უნდა დაეწერა კომუნისტური პარტიის ,,სიკეთისა და სარგებლიანობის’’ შესახებ. შემოქმედის ყურადღების ცენტრში უნდა ყოფილიყო მხოლოდ შრომა, აღმშენებლობა, მუშათა ცხოვრება, დიდი კომუნისტი ბელადებისა და პარტმუშაკების ხოტბა.

ლიტერატურის  პარტიულობის პრინციპს მიემხრო ბევრი ,,ხელოვანი’’: მაგ., კალე ბობოხიძე გულწრფელი სულისკვეთებით წერს შემდეგ სტრიქონებს:

,,ბრიგადირებო, გეგმაზე მეტი მოგეცათ ნავთი,

ბამბას თუ კანაფს არტელი გვითმობს,

ხორცს და ბეწვეულს, რძის პროდუქტებს მწყემსების ნადი,

სახელოსნოდან კვლავ გუგუნებს ლოკომოტივი...’

კომუნისტებსა და მათ მიმდევრებს ეს ლექსი დააინტერესდათ, რადგან მასში გამოკვეთილად ჩანს, რომ ადამიანმა უნდა იმუშაოს და ის მხოლოდ მუშაობისთვის არსებობს.

soviet-art.ru

საბჭოთა ყოფისათვის დამახასიათებელი პათოსი იგრძნობა ნოე ზომლეთელის შემდეგ სტრიქონებშიც:

,,მემანქანევ ჩამოასხი ზეთი მე ლოთი ვარ, ზეთის ლოთი,

გეშინოდეს ჩემი რისხვის და გიყვარდეს ეგ ხმის ქოთი“ 

ამ ლექსში ზეთი შრომისა და ქარხნული შრომის სიმბოლოა.

ლადო სულაბერიძე ასევე იმ ხელოვანების ჩამონათვალშია, რომლებიც სიხარულით უკრავდნენ ტაშს საბჭოთა მთავრობას. ეს ყველაფერი მან თავის ნაწარმოებებში აჩვენა. მაგალითისთვის ავიღებთ ერთ-ერთ ლექსს:

https://soviet-art.ru/
,,ჰაერში გაკიდულ ფოლადის ბაგირებს

ჩამავალი მზე ეცილება.

აქ დაღვრილ ოფლს თუ ეჭაშნაგირე,

გაგიტაცებენ გზნების კვიცები.

მოზეთქილია ლავა შენების

რკინით, ფოლადით,

ღორღით, ცემენტით,

ჟინით,  შეტევით,

სწრაფვით, ჭენებით,

გაჯიუტებით,ამოჩემებით."

   ეს ის ლექსია, რომელიც კომუნისტური პარტიის მოწონებულთა სიაშია.  ეს  ნაწარმოები მოეწონა საბჭოთა კავშირს იმის გამო, რომ ლადო სულაბერიძე შთაგონებული იყო მშენებლობით და ის ემხრობოდა კომუნისტურ პარტიას.

  ლადო სულაბერიძესთან ერთად ასევე კომუნისტურ პარტიას ემხრობოდა ალიო მამაშვილი(მირცხალავა), რომელიც მღეროდა:

 ,,ის ქარხანაა,შავი,მტვრიანი

კვამლის კრიალით მთებს რომ ედება,

ჰქმნის მანქანათა ჩქარის ტრიალით ინუსტრიალურ შემოქმედებას!

    ალიო მამაშვილის, სურს, რომ საბჭოთა კავშირს თავი მოაწონოს და იმღეროს ისეთი რამ რაშიც არანაირი აზრი არ დევს. ის ხალხს მოუწოდებს მუშაობისკენ, ბუნების დაბინძურების ფასადაც კი.

https://poetry.ge
    ,,როცა აზროვნება აკრძალულია, დროის, ეპოქის სულის ამოსაცნობად უნიჭო მწერალი მეტ მასალას იძლევა''- წერს აკაკი ბაქრაძე ,,მწერლობის მოთვინიერებაში''. მისი აზრით, უნიჭო მწერალი ქვევრია, რომელსაც, რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს. წარმოდგენილ მაგალითებში ნამდვილად ჩანს, რომ ასე იყო... თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არაერთ ნიჭიერ ავტორს მოუწია იძულებით დაეწერა საბჭოთა სახოტბო ნაწარმოებები. მაგალითად ასეთია კოლაუ ნადირაძე. იგი ყველაზე მეტად ცნობილია ლექსით ,,25 თებერვალი’’, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ისიც ხელმძღვანელობდა ლიტერატურის პარტიულობის პრინციპით. 

    პოეტი ჯანსულ ჩარკვიანი ერთგან იხსენებს: ,, მე ავღშფოთდი, როცა ეს ლექსი  (,,25 თებერვალი“) წავიკითხე. ისეთი იდეური პოეტისაგან, რომელსაც აქვს ლექსები ,,ლენინი“, ,,მავზოლეუმი“ და სხვა. არ მოველოდი ამგვარ პუბლიკაციას.“ ცნობილია, რომ როცა ,,25 თებერვალი“ გამოქვეყნებას, ავტორი აღშფოთებით შეხვდა: ,, ვინც ეს ლექსი გამომცემლობაში მიიტანა, ის კაცი არის ყველაზე ბოროტმოქმედი,  ავისმზრახველი, როგორც ჩემ მიმართ, ისე სახელმწიფოს მიმართ.“ - ამბობდა მთავრობისაგან დაშინებული პოეტი.

საბჭოთა სახოტბო ლექსებს თვით გალაკტიონის შემოქმედებაშიც კი შევხვდებით, ზოგიერთი ამგვარი ლექსი ირონიულია, მაგრამ მაშინდელ შაბლონურ პოეზიაში, შესაძლოა რთულიც იყო დამცინავი ტონის შემჩნევა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ლექსი ,,მაღაროებში" 

https://archive.gov.ge/ge/quiz/galaktioni-1-
 ეროვნული არქივი

,,აგერ მუშები და წერაქვები,

მრავალ სინათლედ ალი მბჟუტავი.

მქუხარედ, როგორც რევოლუცია,

გადმოდიოდა ქვები ლოდებად,

რომელთ ქვეშ მალე დაიმარხება

კაპიტალიზმის გაბოროტება"

 

        დასასრულ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად ასეთი მძიმე ზეწოლისა და ,,მწერლობის მოთვინიერების'' სასტიკი მცდელობებისა,  ჩვენმა შემოქმედებმა მეოცე საუკუნეშიც მოახერხეს შეესრულებინათ ისტორიულად ნაკისრი ფუნქცია - ერის გადარჩენა, სწორი გზის ჩვენება, სიმართლის მხარეს დგომა. ეს კი, სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ძალიან ძვირად დაუჯდა. 

ლიტერატურა:

ბაქრაძე 2019 - აკაკი ბაქრაძე, მწერლობის მოთვინიერება, ლიტერატურის მუზეუმის გამომცემლობა, თბილისი 2019.

*სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებიდან მოხმობილი ამონარიდები მოძიებულია ზემოდასახელებულ ნაშრომში.







No comments:

Post a Comment

გვახსოვდეს და გავიაზროთ წარსული

,, შვილმა უნდა იცოდეს, სად და რაზედ გაჩერდა მამა, რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა... უნდა გამორკვეული ჰქონდეს, რაში იყო მართალი და ...