მე-18 საუკუნე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდია. ამ დროს ჩვენი ქვეყნის ბედი დაუკავშირდა ჩრდილოელ მეზობელს - მეფის რუსეთს. მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ვიყავით დაპყრობილი. მეფის რუსეთი 1918 წელს დაემხო, საქართველომაც დრო იხელთა და გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს იყო რუსეთისაგან პირველი დახსნა.
რუსები ვერ შეეგუენ იმ ფაქტს, რომ ქართველები 1918 წელს მათ ხელიდან
დაუსხლეტნენ, ამიტომაც შეეცადნენ საქართველოს კვლავ დაპყრობას. ამ მიზნით 1921
წლის თებერვლაში საქართველოში შემოიჭრა საჭოთა რუსეთის წითელი არმია. ეს ბრძოლა
დაიწყო 1921 წლის 11 თებერვალს
საბჭოთა ისტორიოგრაფია ამტკიცებდა, რომ ქართველები თითქმის უომრად დანებნე მტერს. რუსები იუწყბოდნენ, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით ჩვენი ჯარის მოწყობისა და იარაღის მარაგის შესახებ. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. ქართველობა თავდაუზოგავად და შეუსვენებლად იცავდა ქალაქს, თავის სამშობლოს. ამ წერილში ჩვენ შევეცდებით მოგითხოროთ რეალური ისტორია საქართველოს გასაბჭოებისა.
https://www.ambebi.ge/article/272663-1921-celi-25-tebervali-rusuli-okupacia-brzola
რუსების უპირეტესობის მიუხედავად, ქართველები დაუღალავად იბრძოდნენ, არ უშინდებოდნენ მათ, რათა შეენარჩუნებინათ დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ ბრძოლაში გამორჩეული ხალხი გვმხელძღვანელობდა: გიორგი მაზნიაშვილი, დავით ვაჩნაძე, ნიკოლოზ ვაჩნაძე, გიორგი კვინიტაძე, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და სხვა ასეთი გმირი გენერლები და ჯარისკაცები. ბრძოლაში ასევე მიიღეს მონაწილეობა მოხალისეებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, მსახიობებმა, სტუდენტებმა და სხვა. სტუდენტებიდან უმეტესობა იყო 18-19 წლის.
ფოტო ამოღებულია ტელესკოლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან ,,წითელი ოკუპაცია - თბილისის დაცვის ქრონიკა - 1921 წლის 18-24 თებერვალი
ფოტო ამოღებულია ტელესკოლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმიდან ,,წითელი ოკუპაცია - თბილისის დაცვის ქრონიკა - 1921 წლის 18-24 თებერვალი
გამორჩეულად დაამახსოვრა თავი ქართველ საზოგადიებას მარო მაყაშვილმა, რომელიც მოწყალების დად ჩაეწერა და ეხმარებოდა მებრძოლებს, მეთვალყურეობდა დაჭრილებს. ქართველები, მიუხედავად ამ თავდაუზოგავი ბრძოლისა, მაინც დამარცხდნენ და როგორც ცნობილია, 25 თებერვალს თბილისი საბჭთა ბოლშევიკურმა არმიამ დაიკავა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით კოლაუ ნადირაძემ დაწერა ლექსი ,,25 თებერვალი’’
აჯანყებაში
მონაწილეობა მიიღო ყველა ფენის წარმომადგენელმა ქართველობამ მთელი ქვეყნიდან. აჯანყება
დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი. უცნობია ზუსტი რიცხვი,
თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.
საბჭოთა პერიოდში
ცხოვრება ყოველი დაპყრობილი ქვეყნისათვის ძალიან მძიმე იყო. ჩვენ გავიხსენებთ, რა სირთულეები
გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ დროის განმავლობაში. რუსები ყოველთვის ცდილობდნენ საქართველოს
გადაგვარებას და იმას, რომ მშვიდობის სახელით მათში თავისუფლების სურვილი ჩაეკლათ.
მე-20 საუკუნის
30-იანი წლებიდან ბევრი ქართველი გახდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი. საბჭოთა
ხელისუფლება სპობდა ყველას, ვისაც მათი საწინააღმდეგო აზრი ჰქონდა. ადამიანთა სასტიკად
წამებას და დასჯას მიზეზი არ სჭირდებოდა. ტერორი შეეხო ყველას: უბრალო ხალხს, მეცნიერებს,
მწერლებს, მსახიობებს, ფერმწერებს...
ფოტო ამოღებულია რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუკ გვერდიდან |
ყველაფერი ამ ქვეყანაში ტყუილზე იყო
აგებული, მათ შორის არჩევნებიც. ,,საბჭოთა ამომრჩეველი არც კი კითხულობს, ვინ არის
დეპუტატობის კანდიდატი, ბრმად აძლევს ხმას... ვინც უნდა აირჩიოს, იცის
სულ ერთია: იმ დეპუტატს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ის მხოლოდ ტაშის დამკვრელი მანქანაა''
- წერს საბჭოთა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი აკაკი ბაქრაძე.
ხალხს აჯერებდნენ ქვეყანის ეკონომიკურ აყვავებასაც. ეს კი ასე არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ საბჭოთა კავშირი არ გამოირჩეოდა მატერიალური დოვლათით, პირიქით საბჭოთა კავშირის ქვეყნები და თვითონ რუსეთიც საკმაოდ ღარიბი გახლდათ.
Dormitory No. 5 in Kyiv - ვალერი რეშეტნიკის ფოტო. ასახავს ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის სააბაზანოს. |
https://1.bp.blogspot.com
საკმაოდ მტკივნეული
იყო ისიც, რომ საბჭოთა კავშრიში შემავალ ქვეყნებს ,,ჩაკეტლი ცხოვრება'' ჰქონდათ. საბჭოთა
მოქალაქებისათვის აკრძალული იყო საგანგებო ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა. ამას
ცხადყოფს დათო ტურაშვილის ცნობილი წიგნი ,,ჯინსების თაობაც''. წიგნი ასახავს რეალურ
მოვლენებს. 1983 წელს ქართველმა ახალგაზრდებმა გაიტაცეს თვითმფრინავი და საბჭოეთიდან
გაქცევა სცადეს. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ფაქტი ტერირისტულ აქტად გააშუქა, რადგან
ინცინდენტს მსხვერპლიც მოჰყვა. მხატვრულ ნაწარმოებში თვითმფრინავის გამტაცებლები გვევლინებიან
მეამბოხე ახალგაზრდებად, რომლებიც ცდილობენ არ შეეგუონ საბჭოეთის მკაცრ საზღვრებს.
როგორიც უნდა იყოს სიმართლე, ფაქტია, საღად მოაზროვნე ადამიანს აუცილებლად ენდომებოდა
ამ სულისშემხუთველი მარწუხებისაგან თავისუფალი ცხოვრება.
ლიტერატურა და რესურსები ინტერნეტში:
საქართველოს ისტორია, მოსწავლის წიგნი IX კლასი, ოთარ ჯანელიძე, აპოლონ თაბუაშვილი, ლერი თავაძე, ნანა ირემაშვილი, გამომცემლობა კლიო, 2012.
დოკუმენტური ფილმი ,,წითელი ოკუპაცია - თბილისის დაცვის ქრონიკა - 1921 წლის 18-24 თებერვალი'' - https://www.youtube.com/watch?v=eQ9pVO3pAfQ
აკაკი ბაქრაძე, პუბლიცისტური წერილი ,,რა ელის საქართველოს'' ოპოზიციური ლიტერატურულ-მხატვრული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრებული / სრ. საქ. რუსთაველის საზ-ბა, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, შემდგ.-რედ.: ნოდარ წულეისკირი, თბილისი : განათლება, 1990.
No comments:
Post a Comment